Skip to content
სამგზავრო ლიფტი
სატრანსპორტო ლიფტი

სამგზავრო ლიფტი

გამოიყენება ნებისმიერი ტიპის შენობაში როგორც გადაადგილების საშუალება: საცხოვრებელ სახლებში, საოფისე შენობებში, სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებში, აეროპორტებში, სპეციალური დანიშნულების ობიექტებში და ა.შ.

აღმოაჩინე
რატომ აირჩიოთ

ძირითადი მახასიათებლები

უსაფრთხოების სერტიფიკატი

EN 81-20/50 შესაბამისი მოწინავე უსაფრთხოების სისტემებით

ენერგოეფექტური

A+ კლასის სისტემები მაქსიმალური ეფექტურობისთვის

პრემიუმ ხარისხი

ევროპული სტანდარტები სერტიფიცირებული კომპონენტებით

სამგზავრო ლიფტი
100%
კმაყოფილება
სპეციფიკაციები

სამგზავრო ლიფტი

ყველა დეტალი დაპროექტებულია საიმედოობის, უსაფრთხოებისა და გლუვი მუშაობისთვის.

ტექნიკური მახასიათებლები
ბრენდიWestLift
პროდუქტისამგზავრო ლიფტი
პროდუქტის ნომერიკატალოგის მიხედვით
ტევადობა450, 630, 800, 1000, 1050, 1250, 1350, 1600 კგ
სიჩქარე1.0, 1.75, 2.0, 2.5, 3, 4, 6 მ/წმ
კაბინის კედელიკატალოგის მიხედვით
ჭერიაკრილის განათების ფირფიტა, LED განათება
მოაჯირიHairline / Mirror უჟანგავი ფოლადი (ბრტყელი / მრგვალი ტიპი)
იატაკიPVC, მარმარილო, გრანიტი
COP პანელიინტეგრირებული, ზედაპირზე დამონტაჟებული, შეხების გარეშე
გლუვი და ჩუმი მუშაობა
მოწინავე უსაფრთხოების სისტემები
დაბალი მომსახურების ხარჯები
24/7 ტექნიკური მხარდაჭერა
დაგვიკავშირდით
გამოყენება

განკუთვნილია

ჰიდრავლიკური
სამანქანე ოთახით
სამანქანე ოთახის გარეშე
რედუქტორიანი

სამგზავრო ლიფტის კაბინისა და შახტის ზომები

კაბინისა და შახტის ზომა არჩეულ ტვირთამწეობაზეა დამოკიდებული: ვაწვდით სამგზავრო ლიფტებს 450-დან 1600 კგ-მდე. საქართველოში საცხოვრებელი სახლებისთვის ყველაზე ხშირად 630 კგ-იან, 8-ადგილიან ლიფტს ირჩევენ, რომელსაც, როგორც წესი, დაახლოებით 1600 × 1700 მმ შახტა სჭირდება.

შახტის ზუსტი ზომა ასევე დამოკიდებულია კარის სიგანესა და ტიპზე, საპირწონის მდებარეობასა და ამძრავზე — სამანქანე ოთახით ან მის გარეშე. ერთი სტანდარტული ზომა არ არსებობს, ამიტომ შახტა არჩეული მოდელის მიხედვით პროექტდება, ხოლო ორმოსა და ზედა სივრცეს სამუშაოს დაწყებამდე ვამოწმებთ.

წაიკითხეთ ლიფტის შახტის სახელმძღვანელო: ზომები და მოთხოვნები

აღმოაჩინე მეტი

ასევე შეიძლება მოგეწონოთ

დაათვალიერეთ ჩვენი ლიფტების სრული ასორტიმენტი

პანორამული ლიფტი
01

პანორამული ლიფტი

პანორამული (შუშის) ლიფტი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სახეობაა. შუშის ლიფტი შენობის არქიტექტურულ დიზაინს სრულყოფს. მინის ინტერიერი ტოვებს სივრცის სრულად აღქმის შთაბეჭდილებას. მარკეტოლოგებს კარგად ესმით პანორამული ლიფტების დანიშნულება და ფუნქციონალურად იყენებენ მათ შესაბამის სივრცეებში: სავაჭრო ცენტრებში, ფინანსურ ინსტიტუტებში, აეროპორტებსა და საოფისე შენობებში. შენობის გარე ფასადზე დამონტაჟებული პანორამული ლიფტი ხელს უწყობს მომხმარებლის დაინტერესებას სხვადასხვა პროდუქტით. პანორამული ლიფტები ითვლება ტურისტების მიზიდვის საუკეთესო საშუალებად სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების, ატრაქციონების მოსანახულებლად. ის გარემოს ხედების დათვალიერების შესანიშნავი საშუალებაცაა. როგორც კვლევები ადასტურებს, პანორამული ლიფტები ამცირებენ დახურული სივრცის შეგრძნებას და შესაბამისად მასთან დაკავშირებულ სტრესს.

სავაჭრო ცენტრებშიფინანსურ ინსტიტუტებში+3
გაიგე მეტი
CTA Background
უფასო კონსულტაცია

მზად ხართ დაამონტაჟოთ სამგზავრო ლიფტი?

მიიღეთ მორგებული ფასი თქვენი შენობის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენი ექსპერტთა გუნდი მზად არის დაგეხმაროთ.

ხშირად დასმული კითხვები

სამგზავრო ლიფტები — ხშირად დასმული კითხვები

  • რა ტვირთამწეობისა და სიჩქარის სამგზავრო ლიფტები გაქვთ?

    სამგზავრო ლიფტები ხელმისაწვდომია 450, 630, 800, 1000, 1050, 1250, 1350 და 1600 კგ ტვირთამწეობით და 1.0, 1.75, 2.0, 2.5, 3, 4 და 6 მ/წმ სიჩქარით. ტვირთამწეობასა და სიჩქარეს ვარჩევთ შენობის სიმაღლისა და მოსალოდნელი მგზავრთა ნაკადის მიხედვით.

  • რომელი ავირჩიო — ლიფტი სამანქანე ოთახით თუ მის გარეშე?

    ვამონტაჟებთ სამგზავრო ლიფტებს სამანქანე ოთახით, სამანქანე ოთახის გარეშე და ჰიდრავლიკურ სისტემებს. თითოეულ ტიპს თავისი უპირატესობა აქვს შენობის პარამეტრების მიხედვით, ამიტომ კონკრეტულ გადაწყვეტას ობიექტის უფასო დათვალიერების შემდეგ გირჩევთ.

  • რამდენ ხანს გრძელდება სამგზავრო ლიფტის მონტაჟი?

    სტანდარტული მონტაჟი ერთ შახტზე 4–8 კვირა გრძელდება — შენობის სიმაღლის, ლიფტის მოდელისა და ობიექტის მზადყოფნის მიხედვით. მაღალსართულიან შენობებში რამდენიმე შახტზე მუშაობა შესაძლებელია პარალელურად.

  • შეესაბამება თუ არა თქვენი სამგზავრო ლიფტები ევროპულ სტანდარტებს?

    WestLift-ის ყველა მონტაჟი შეესაბამება EN 81-20 და EN 81-50 სტანდარტებს — ლიფტების კონსტრუქციისა და მონტაჟის ევროპულ უსაფრთხოების ნორმებს. ექსპლუატაციაში გაშვებამდე ყოველ სისტემას ამოწმებს დამოუკიდებელი ტექნიკური ზედამხედველობა.

  • სად დაამონტაჟეთ სამგზავრო ლიფტები საქართველოში?

    WestLift-ის დასრულებულ პროექტებს შორისაა 12 სამგზავრო ლიფტი გუდაურის კურორტზე, 6 — Bamboo Beach-ში (ციხისძირი), 5 — გორში და 4 — სასტუმრო „იბერიაში“ (ზუგდიდი), ასევე საცხოვრებელი კორპუსები ბათუმში.