WEST LIFT — არის თანამედროვე ქართული კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს და უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. პირველივე ეტაპზე კომპანიის მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა ბაზრის სიღრმისეული შესწავლა და საფუძვლიანი ანალიზი, რაც საფუძველს უყრის მაღალი ხარისხის, სანდო და ინოვაციური პროდუქტების მიწოდებას. ჩვენს მისწრაფებას წარმოადგენს მხოლოდ იმ ტექნოლოგიების და პროდუქტების შემოტანა, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და სრულად პასუხობენ უსაფრთხოების, კომფორტისა და ეფექტიანობის მოთხოვნებს. კომპანია ორიენტირებულია არა მხოლოდ ლიფტის სისტემების მიწოდებაზე, არამედ გრძელვადიანი და სტაბილური პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე. WEST LIFT-ს ამაყად წარმოადგენს ევროპისა და აზიის ლიდერი ბრენდები: – AKRA – თურქული კომპანია, მრავალწლიანი გამოცდილებით სამგზავრო ლიფტების სფეროში. – EMCO – სამშენებლო ლიფტების მწარმოებელი, რომელიც ოპერირებს ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში და აღიარებულია თავისი სანდოობითა და ინოვაციური გადაწყვეტებით. ჩვენს მომსახურებაში სრულად არის ინტეგრირებული მსოფლიო დონის კომპონენტები — გერმანული, იტალიური, ამერიკული და იაპონური წარმოების ძრავები, მართვის სისტემები და კარის მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უსაფრთხოებასა და ხარისხს, რასაც უზრუნველყოფს როგორც ტექნოლოგიური დეტალების შერჩევა, ასევე კომპანიის მაღალი კვალიფიკაციის მქონე მექანიკოსთა გუნდი. ჩვენი ტექნიკური პერსონალი გადის რეგულარულ ტრენინგებსა და სერთიფიცირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მონტაჟის პროცესი მიმდინარეობს უახლესი პლატფორმების გამოყენებით, რაც გვაძლევს საშუალებას მივაწოდოთ მომხმარებელს უზუსტესად და ეფექტიანად დამონტაჟებული ლიფტი. შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება მონტაჟის დრო და იზრდება ექსპლუატაციის უსაფრთხოება. WEST LIFT-სთვის ბიზნესის წარმატება არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტით ან მომსახურებით. ჩვენი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის ურბანულ განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ადამიანების ცხოვრების ხარისხის ზრდას. ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი სწორად დამონტაჟებული, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის ლიფტი ეს არის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის პროგრესისკენ. სწორედ ამიტომ, თითოეულ პროექტს უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით როგორც ტექნიკურად, ასევე მორალურად. WEST LIFT არ არის უბრალოდ ლიფტის მომწოდებელი – ჩვენ ვართ თქვენი სანდო პარტნიორი, რომელიც ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციაზე და მომსახურების სრულყოფაზე, რათა თქვენს სივრცეში მოძრაობა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე
ჩვენი მისიაა — შევთავაზოთ მომხმარებლებს უსაფრთხო, სანდო და თანამედროვე ლიფტების სისტემები, რომლებიც სრულად შეესაბამება მათ საჭიროებებს. გვსურს, საქართველოს მასშტაბით გავავრცელოთ ხარისხიანი და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები, რომლებიც დააკმაყოფილებს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული და ინდუსტრიული სექტორის მოთხოვნებს.
ჩვენი მიზანია, ლიფტების მომსახურების სფეროში ვიყოთ ინოვაციის, სანდოობისა და უსაფრთხოების ეტალონი. ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი და თანამედროვე ლიფტი — ეს არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება, ეს არის უსაფრთხოებისა და კომფორტის სიმბოლო შენობაში.
ჩვენი ყოველი სერვისი და პროდუქტი ემსახურება ერთ მიზანს — მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. ჩვენ არ ვკმაყოფილდებით საშუალო შედეგებით, რადგან გვჯერა, რომ საუკეთესო მომსახურება იწყება დეტალებიდან.
ჩვენ არ ვთავაზობთ სტანდარტულ გადაწყვეტებს — ჩვენ ვუსმენთ, ვსწავლობთ და ვმუშაობთ თითოეული კლიენტის უნიკალურ საჭიროებებზე.
WEST LIFT მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს, ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის უზრუნველყოს მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი ლიფტების მიწოდება.