სერვისები

ლიფტების მონტაჟი

ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ლიფტების მონტაჟში — საცხოვრებელი სახლებიდან დაწყებული, კომერციულ და სამრეწველო ობიექტებამდე. ჩვენი მიზანია ლიფტის სისტემის დაყენება, რომელიც იქნება მარტივი, უსაფრთხო, გამძლე და ენერგოეფექტური.

მოდერნიზაცია და განახლება

ლიფტების მოდერნიზაცია და განახლება მოძველებული ლიფტის სისტემები შესაძლოა არა მხოლოდ არასასიამოვნო იყოს მომხმარებლისთვის, არამედ საფრთხესაც ქმნიდეს. ჩვენ გთავაზობთ სრულ მოდერნიზაციას, რომელიც მოიცავს როგორც ტექნიკურ გაუმჯობესებას, ისე ვიზუალურ განახლებას — შედეგით კი მიიღებთ ახალივით მუშაობას მინიმალური დანახარჯით.

ტექნიკური მომსახურება და ინსპექტირება

ლიფტის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება დამოკიდებულია სწორად დაგეგმილ, პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებაზე. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ, სტანდარტებზე დაფუძნებულ ტექნიკურ მომსახურებასა და ინსპექტირებას, რომელიც აგარიდებთ ავარიულ შეჩერებებს და ძვირადღირებულ შეკეთებებს.