
შშმ პირების ლიფტი და პლატფორმა
მოსახლეობის მცირედმობილური ჯგუფების თავისუფალი გადაადგილება სპეციალურ მოდიფიცირებულ ინფრასტრუქტურას მოითხოვს. გარდაუვალი საჭიროებაა შშმ პირების ლიფტები, რომელიც საჯარო სივრცის აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტია. შშმ პირთა ლიფტი და პლატფორმა მონტაჟდება მისაღებ სივრცეებში, ან კიბის უჯრედში. შშმ პირთა პლატფორმის შერჩევა ხდება ინტერიერის დიზაინის, ზომისა და კონსტრუქციის შესაბამისად. მონტაჟდება როგორც შენობის შიდა სივრცეში, ისე გარე ფასადზე. მოსახლეობის მცირედმობილური ჯგუფების გადაადგილების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოდელის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, გასათვალისწინებელია ობიექტის ვიზუალი, არქიტექეტქურული გადაწყვეტა და დანადგარის ფუნქციური დატვირთვა.
საქართველოს ლიფტების კომპანიას დამონტაჟებული აქვს ათობით შშმ პირთა ლიფტი და პლატფორმა საჯარო სივრცეებში, სპეციალიზირებულ, საგანმანათლებლო, კულტურულ დაწესებულებებსა და კერძო სახლებში.