
პანორამული ლიფტი
ლიფტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სახეობაა. პანორამული ლიფტი – შენობის არქიტექტურულ დიზაინს სრულყოფს. მინის ინტერიერი ტოვებს სივრცის სრულად აღქმის შთაბეჭდილებას.მარკეტოლოგებს კარგად ესმით პანორამული ლიფტების დანიშნულება და ფუნქციონალურად იყენებენ მათ შესაბამის სივრცეებში: სავაჭრო ცენტრებში, ფინანსურ ინსტიტუტებში, აეროპორტებსა და საოფისე შენობებში.
შენობის გარე ფასადზე დამონტაჟებული პანორამული ლიფტი ხელს უწყობს მომხმარებლის დაინტერესებას სხვადასხვა პროდუქტით. პანორამული ლიფტები ითვლება ტურისტების მიზიდვის საუკეთესო საშუალებად სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების, ატრაქციონების მოსანახულებლად. ის გარემოს ხედების დათვალიერების შესანიშნავი საშუალებაცაა. როგორც კვლევები ადასტურებს, პანორამულ ლიფტით უფრო თამამად მგზავრობენ, რადგან ბევრად მცირდება დახურული სივრცის შიში.